შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

გთხოვ ნუ მახსენებ რომ სიკვდილი არსებობს კიდევ

გთხოვ ნუ მახსენებ, რომ სიკვდილი არსებობს კიდევ.
ეს მე მაშინებს და ამ შიშით ცხოვრება მიწევს.
უკვე რამდენჯერ დამიარა ტანში სიცივემ,
შენ! ახალგაზრდავ! ჩემს სიტყვებზე რად ჩაიცინე?!

ფიქრობ, რომ რადგან ყმაწვილი ვარ, არ მაქვს ნაღველი?
და ღამ-ღამობით მე ფიქრები ეჭვით არ მშანთავს?
ძლიერ შემცდარხარ და ტყუილად გგონია ასე,
რადგან მოვა დრო, როცა ფიქრი უმალ ჩაგყლაპავს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →