შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ალალსა

ლაშა იმნაძე 1 წლის წინ
დაფიქრდი ადამიანო
და ნუ გაკიცხავ ალალსა,
იქნებ სიცრუე არ არის
და იგი ამბობს მართალსა.

ნუ შეადარებ ბოროტსა
ან კაცსა მატყუარასა
თვისსა კეთილსა მიხედოს
რად უდებ ხელყუმბარასა?!

მაგრამ ცხოვრება ასეა
ყველაფერს ვერ ვეგუებით,
მაშ დაიჯერეთ სიტყვები,
რომელსაც მე გეუბნებით:

წუთისოფელი ერთხელა,
და ერთხელ ანთებს შუქურებს,
და ყველა ჩვენგანს ზევიდან
მაღალი ღმერთი უყურებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →