შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ფოტო სტრასბურგიდან

შენ მიდიოდი თვალცრემლიანი
ირგვლივ სუფევდა ზღვა მდუმარების
ხეთა რიგი და ქვაფენილები
თვალს გადევნებდნენ იდუმალებით…

შენ მიდიოდი მარტო, ეული,
თვალცრემლიანი, ვით გაზაფხული...
დღე უსუსური და დიდებული
იმ დღით ასეთი იყო სტრასბურგი...

და გახვეული ფიქრთა ბურუსში
მიაბიჯებდი ქალურ ღირსებით...
შავ ქოლგით ხელში, ტყავის ქურთუკში,
მუხლთან დაჩაჩულ, ცისფერ ჯინსებით...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →