ჩანაწერი
Laravel
იქ, სადაც მზეა
მე კარავს გავშლი იქ, სადაც მზეა,
სადაც წყვდიადი ქრება უჩინოდ
და მე ვიხილავ შენს ლამაზ მზერას;
დატყვევებულ სულს; ღამეს უძილოს.
მე კარავს გავშლი იქ, სადაც შენ ხარ,
ნაპირს მოვხატავ ქვიშის ფანტელით...
შენ ჩემს მკლავებში უღონოდ წევხარ,
ფიქრით დაღლილი... ღამენათევი...
მე კარავს გავშლი ჩვენთვის, ორთათვის,
რომ სამუდამო გვქონდეს სავანე;
მე არ გადავდგამ შენგან ორ ნაბიჯს,
ალბათ, დაგვიტევს ერთად სამარეც...
მე კარავს გავშლი იქ, სადაც მზეა,
სადაც წყვდიადი ქრება უჩინოდ
და კვლავ ვიხილავ შენს ლამაზ მზერას;
მონატრებულ სულს; წმინდას, უბიწოს...
სადაც წყვდიადი ქრება უჩინოდ
და მე ვიხილავ შენს ლამაზ მზერას;
დატყვევებულ სულს; ღამეს უძილოს.
მე კარავს გავშლი იქ, სადაც შენ ხარ,
ნაპირს მოვხატავ ქვიშის ფანტელით...
შენ ჩემს მკლავებში უღონოდ წევხარ,
ფიქრით დაღლილი... ღამენათევი...
მე კარავს გავშლი ჩვენთვის, ორთათვის,
რომ სამუდამო გვქონდეს სავანე;
მე არ გადავდგამ შენგან ორ ნაბიჯს,
ალბათ, დაგვიტევს ერთად სამარეც...
მე კარავს გავშლი იქ, სადაც მზეა,
სადაც წყვდიადი ქრება უჩინოდ
და კვლავ ვიხილავ შენს ლამაზ მზერას;
მონატრებულ სულს; წმინდას, უბიწოს...
Laravel
კომენტარი
0