ჩანაწერი
Laravel
მე ისევ მიყვარხარ
დარდი განმიქარვე
ნურაფერს ნუ მეტყვი,
მოდი დავივიწყოთ
გრძნობა მანკიერი…
გთხოვ, თავს ნუ იტყუებ
თითქოს აღარ გეტრფი,
რომ შენ არსებობის
არ ვარ მადლიერი…
დარდი განიქარვე
თორემ დავობლდებით,
ვიცი, რომ ორივეს
მოგვკლავს უჩვენობა;
მე ისევ მიყვარხარ,
ჩემში მეორდები
ახლა უკვე კრძალვად,
როგორც უჩვეობა…
დარდი განვიქარვოთ
თორემ დავბერდებით,
სახე ჩამოჭკნება
თეთრ ლავატერებად…
ნუთუ ღირდა წყენა
ასე გამეტებით;
ნუთუ მანკიერმა
გრძნობამ გაგვიმეტა…
ნურაფერს ნუ მეტყვი,
მოდი დავივიწყოთ
გრძნობა მანკიერი…
გთხოვ, თავს ნუ იტყუებ
თითქოს აღარ გეტრფი,
რომ შენ არსებობის
არ ვარ მადლიერი…
დარდი განიქარვე
თორემ დავობლდებით,
ვიცი, რომ ორივეს
მოგვკლავს უჩვენობა;
მე ისევ მიყვარხარ,
ჩემში მეორდები
ახლა უკვე კრძალვად,
როგორც უჩვეობა…
დარდი განვიქარვოთ
თორემ დავბერდებით,
სახე ჩამოჭკნება
თეთრ ლავატერებად…
ნუთუ ღირდა წყენა
ასე გამეტებით;
ნუთუ მანკიერმა
გრძნობამ გაგვიმეტა…
Laravel
კომენტარი
0