შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ლაიკის ლეკვი

არ თმობს ზამთარი მზითევს:
მზეს ბეჭდად არათითობს;
მცივა, ლოლუა თითებს
მოპარულ ლეკვით ვითბობ.

გული ძლივს უცემს გულთან,
ტყავში გაუდის ნეკნი;
ხვალ გაეყიდათ, უნდა,
ეს თათლოკია ლეკვი.

რა ბირდაბირად ბარდნის...
მივდივარ მდგმურის მდგმური;
მიმყავს წკმუტუნა დარდი,
მიმაქვს ნაპოვნი პური...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →