ჩანაწერი
Laravel
ნატვრა
ნეტავ ნაწამებ ცხოვრებას
სალბუნად დაედებოდე.
გათენებისას მწველი მზის
სხივების ნაცვლად მხვდებოდე.
ნეტავ სუსხიან ზამთარში
ჩემს თბილ მკლავებში დნებოდე.
შენ, როგორც ნუშის ყვავილი
გულ-მკერდზე მეფინებოდე.
ნეტავ ლალისფერ ტუჩების
კოცნით ძილის წინ ვთვრებოდე
მე შენთან ვიყო ყოველდღე
და მაინც გენატრებოდე.
ნეტავ შემეძლოს ყოველდღე
შენი თვალებით ვტკბებოდე.
და დღეს როგორც მე მიყვარხარ
შენც ისე გეყვარებოდე.
ჩემს ჩვევად ქცეულ სიზმრებში
ხანდახან მაინც მხვდებოდე.
ძალიან ბევრჯერ გინატრე
და ნეტავ ასრულდებოდე.
სალბუნად დაედებოდე.
გათენებისას მწველი მზის
სხივების ნაცვლად მხვდებოდე.
ნეტავ სუსხიან ზამთარში
ჩემს თბილ მკლავებში დნებოდე.
შენ, როგორც ნუშის ყვავილი
გულ-მკერდზე მეფინებოდე.
ნეტავ ლალისფერ ტუჩების
კოცნით ძილის წინ ვთვრებოდე
მე შენთან ვიყო ყოველდღე
და მაინც გენატრებოდე.
ნეტავ შემეძლოს ყოველდღე
შენი თვალებით ვტკბებოდე.
და დღეს როგორც მე მიყვარხარ
შენც ისე გეყვარებოდე.
ჩემს ჩვევად ქცეულ სიზმრებში
ხანდახან მაინც მხვდებოდე.
ძალიან ბევრჯერ გინატრე
და ნეტავ ასრულდებოდე.
Laravel
კომენტარი
0