შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

თრობის სიმღერა

ლანს ელიოტი 7 წლის წინ
ბახუსი მუდამ მღერას გვავალებს,
გლოვა სიხარულს კვლავაც მინებდა,
მაშ, გაუმარჯოს უნაზეს ქალებს,
ჩვენი ტრფობა რომ არ აძინებდათ.

შეავსეთ ჭიქა უტყვის და მჭევრის,
სანამ ხელს ხელი გადაეჭდობა,
ყველამ ჩაუშვით — პილატეს ცრემლის
ფსკერზე შეგროვდეს მთელი ბეჭდობა.

არ დახანდება თასის ავსება,
სადღეგრძელოა მუზის და გონის,
გლოვა სიხარულს ვერ ეთავსება —
გავიმეორებ ასჯერ გაგონილს.

მზე ცრუ ციმციმას გაგლეჯს და გახრავს,
აგერ ყივილიც მორთეს მამლებმა,
რაც განთიადის ნიშანი გახლავს
და ბნელი მალე მიინავლება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →