შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

Vaselinum

ლანს ელიოტი 7 წლის წინ
გვათამამებენ ლიტერა, პულიცერი და ნობელი:
გამოგვიგზავნე რომანი, შეიცან შეუცნობელი.

და მიუჯდება მაგიდას ქალწული ლამაზთითება,
დაილევა და დაშრება, დაივსებ-დაიშრიტება.

ალალ-მართალი ჟიურის გულწრფელობაზე ვერც ყვები —
ბამბის ნაყინის დამნახავ ბავშვზე მომდგარი ნერწყვები.

და ბოლოს, როგორც იტყოდა მარკუს ლუციუს ელინი:
,,ჩემო ლამაზო სამშობლო, იდიდე, ივაზელინე!’’
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →