შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

წვიმების სიშლეგე

lana nozadze 3 წლის წინ
სიზმრები.. ჩიტები.. ფრთამარდი ზღაპრები,
უღუბლო სარკეში შეგხვდები.. როტონდა-
ისევ დგას, ოცნებით ვერ განვექარვები
შავ-თეთრი ალებიც მე ვეღარ მომშორდა.

შორეულ ნაღველში აფურთხებს ფიასკო-
მზის შვილთა ლეგიონს გადაყრის ქარიბდა
ბეჩავო, ლექსებმაც რომ დაიგვიანოს,
ან ცაში აფრინდეს ფეხმრუდი გალია...

არ ვიცი.. ხეტიალს ეჩვევა სხეული
და სულში შემოდის შარაგზის ტორტმანი
ბუშტებში სიტყვები სკდებიან ჩვეული-
საბაქთან? საბაქთან- რა მიზნით მომრავლდი?

P.s ლურჯ ღუზას ჩაუშვებს დაღლილი მეზღვაური,
ფანჯრიდან დაწყევლის წვიმების სიშლეგეს,
სხეულში ის ერთი ოცნება დაუვლის,
რომ-ელი,მე აქ ვარ, მე გიხმობ. მიშველე.

2019.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →