ჩანაწერი
Laravel
პოეზიაში როგორ ჩაგტიო
ზღაპრების ალბათ არავის სჯერა,
არც სულიერი მიზიდვის ძალის,
ჩამოვარდნილი ვარსკვლავის მსგავსად
გვერდით ჩავლილი უცნაურ წამის.
იცი?! შენ ჩემთან ასე გამოჩნდი:
ხორცი შეისხი ჩემი სიზმრიდან,
შემომანათე მზერა ნაცნობი
და ჩემი სულის იქეცი მისნად…
მე რომ სამალავს ვეღარ ვპოულობ,
ვერ გავურბივარ შენს გამჭოლ მზერას,
მითხარი, გრძნობას რა მოვუხერხო,
როგორ ვაქციო მარტივ სიტყვებად?!
პოეზიაში როგორ ჩაგტიო,
თუ შენში ვხედავ მე პოეზიას…
მარტივ სიტყვებად როგორ გაქციო,
თუ შენი ღრმა ხმა შემომეხვია…
//ლალი გვარამაძე//
არც სულიერი მიზიდვის ძალის,
ჩამოვარდნილი ვარსკვლავის მსგავსად
გვერდით ჩავლილი უცნაურ წამის.
იცი?! შენ ჩემთან ასე გამოჩნდი:
ხორცი შეისხი ჩემი სიზმრიდან,
შემომანათე მზერა ნაცნობი
და ჩემი სულის იქეცი მისნად…
მე რომ სამალავს ვეღარ ვპოულობ,
ვერ გავურბივარ შენს გამჭოლ მზერას,
მითხარი, გრძნობას რა მოვუხერხო,
როგორ ვაქციო მარტივ სიტყვებად?!
პოეზიაში როგორ ჩაგტიო,
თუ შენში ვხედავ მე პოეზიას…
მარტივ სიტყვებად როგორ გაქციო,
თუ შენი ღრმა ხმა შემომეხვია…
//ლალი გვარამაძე//
Laravel
კომენტარი
0