შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

პოეზიაა ერთი ღიმილი....

პოეზიაა ერთი ღიმილი,
ზოგი თვალებიც პოეზიაა,
ზოგის სევდაა ჩემი ტკივილი,
დუმილის სიღრმეს რომ ეზიარა...

პოეზიაა გრძნობების სიღრმე,
უთქმელი სიტყვაც პოეზიაა,
ინტუიციით რომ უნდა მიხვდე,
ეგ შეგრძნებაა ჩუმი იარა...

პოეზიაა შენი ღიმილი,
შენი თვალებიც პოეზიაა,
შენი სევდაა ჩემი ტკივილი,
დუმილის სიღრმეს რომ ეზიარა...

//ლალი გვარამაძე//
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →