შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ფიქრების ნავი

შორს გამიტაცა ფიქრების ნავმა,
ლეთეს მივანდე ამ გზების გავლა.
ვცარიელდები, რომ იქნებ მართლა
კვდომით იწყება სულის აღმასვლა!

სიჩუმეს ვეტრფი და მაინც ვხედავ,
გრძნობას არ ძალუძს მასში დარჩენა.
მუზათა სული თუ განაწყენდა,
ვის მივებარო... არ ქრება სევდა.

ერთი წერტილი, სამყაროს მიღმა,
სასაცილოა თუ რამდენს ვბედავ,
ისევ რაღაცის შეცვლა რომ მინდა
და მაინც, ჩემში ვერაფერს ვხედავ.

//ლალი გვარამაძე// ✍️
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →