შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სხივებს იმედი მოაქვთ ზეციდან...

სხივებს იმედი მოაქვთ ზეციდან,
აკაშკაშებენ ირგვლივ ყველაფერს.
დედამიწაზე ნუთუ შექმნილა
ის, რასაც სინათლეს მზე არ ფენს?!

თუ დაიჭირე ამ სხივით ტკბობა,
და მას გაუგე შარბათის გემო,
ვერ დაიჯერებ უმისოდ ყოფნას.
იქნებ ეს სიტკბო არც უნდა გეგრძნო.

აწ, ვეღარ უძლებ სულის სიბნელეს
და ვერც სინათლე ხდება მაშველი,
ვერ ანგრევს ციხის ძლიერ კლიტეებს,
ეპოტინები მის ფუჭ იმედებს...

მუდამ თუ დააქვს მზეს სიყვარული,
ირგვლივ თუ ყველას სითბოს დააფრქვევს,
მე რაღატომ ვარ სულდახურული,
რატომ ვერ აღწევს სულის დარაბებს?!

მზეს რომ შეეძლოს სულში ჩახედვა,
გაამკრთალებდა შავ-ბნელ აჩრდილებს.
და გაქრებოდა შიშებიც ყველა
კარისკაცებად რომ იცავს დილეგს.

//ლალი გვარამაძე// ✍️
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →