შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ქვიშის საათი

მოვარდნილ ქარიშხალს მკერდით მიეგებე,
ზღვის ნაპირებზე დადიხარ ტაატით
,უკვე დაიღალე?გვიანიც არ არის...
ჯერ ხომ ნახევარზე დგას ქვიშის საათი.
შენამდე მოღწეულ
მუსიკის ჰანგებზე,
მოგონებები აიშლება სევდის ნოტებით,
სანაპიროსთან ლაჟვარდოვან ფერებით მთვრალი,
შევერცხლილ თმებით,ფუნჯით ხელში იდგა მხატვარი...
ფიქრებს აჩემებულს ჩამოქნილს მუზებად,
თეთრ მარგალიტებად იწყობ ხელისგულზე,
რამდენს დახატავდი
ან კიდევ დაწერდი ,
ფერთა ჰარმონიით ,
ლამაზ სიყვარულზე...
ბინდი აფერმკრთალებს
უკვე პეიზაჟებს..
ჩამავალ სხივების კრთება ათინათი...
ნაბიჯს აუჩქარე ,ხმაურობს ტალღები ,საცაა იცლება ეს
ქვიშის საათი...

ლ. ო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →