შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ჯიხვს

კლდის ბინადარო ,ღმერთთან ახლოს ,
თვალს გადევნებს არწივის მართვე,
ქალღმერთი დალი ,შენს დარაჯად
ღამეებს ათევს...
ძარღვიან ფეხებს მოიმაგრებ,
თვალს შეავლებ ჩვეულ ქარაფებს...
თუ მონადირეს ჯადოსნური შეჰყარე ვნება ,საკუთარ ჟინის ის მონა ხდება...
არ უშინდება ქვეყნად არაფერს ,
არცერთ განსაცდელს...
შენ იქ ისვენებ სადაც ეშმაც ფეხს ვერ იკიდებს,
მშვიდი ამაყი,
ასე უზადოდ ხარ ნაქანდაკი,
მწვერვალის ქიმი ,ამღვრეულ ნისლში გახვეული ლოდების ტახტი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →