შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

გვირილები

ჩვენ გვახსოვს მღელვარე ზღვა გვირილების,
ივლისის თაკარა სხივით ნაფერები,
ქათქათა ღრუბლები,ნაზი იალქნებით,
გრძნობის ქარიშხლებით ,ზღაპრული ფერებით.
გზები უსასრულო ,თბილი დაისებით,
ჩუმი გარინდებით და თავდავიწყებით...
თითქოს დაბინდულან ახლა ის თვალები,
გაცრეცილ ჩრდილებით,
სევდისფერ ნისლებით...
ფიქრებით...ფიქრებით...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →