შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

Carpe diem

Undefinied 1 წლის წინ
როცა ფანჯრების მკრთალ მინებზე
წვიმის წვეთები
აღბეჭდავენ დღის სასწაულს.

როცა ყველაზე მეტად თქვენ გეყვარებით,
მე სულერთია-ს დავიძახებ,
მერე კი „ვნანობ.“

როცა დრო არის ალბათ უკვე არდანებების,
ქარებს კვლავ მოაქვთ ჩემს კარებთან
ქუჩის მტვერები.

და სიცოცხლის ამ გარდუვალ შენაერთებში
ვხედავ სამყაროს სისავსეს ისევ
და მე ვშორდები გაღმა ნაპირს
ნელი ნაბიჯით.

სად გაიშლება ყვავილების ნაზი საღამო
გაზაფხულობის მინდვრების რითმით,
მე კი ვიქნები თქვენს თვალებში,
ჩანჩქერებად ფენილი ფიქრი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →