ჩანაწერი
Laravel
დროებას ვიმკით
მოვა დროება კრთომით და რიდით,
ეს საოცრება, ყოფით საზიდი.
ფეთქვებით გულის გეძლევათ რული,
არ-საცნობარი, არ-სანდობარი.
სიტყვებით ფლიდით გეხშობათ გონი,
ვით ჰეგემონი ცათა განმზიდი.
სიტყვებით მშვენით, ფიქრების რთველით,
ზენაარსს იმკის აზრი ფაქიზი.
მადლი გვებოძა ჩვენ ჭირთა თმენით, სამება გვლოცავს ზეცის კარს შთენილთ.
სადაც არს სული, და გული სრული,
იქ - სასოების არსი, საზრისი.
სიტყვაა იგი კვლავ არ-სათმობი,
ბაგით სარიდით არ გასახიზნი.
ფიქრია იგი სულის საზრისი,
კაცთა შვენების გონ-მარგალიტი.
ეს საოცრება, ყოფით საზიდი.
ფეთქვებით გულის გეძლევათ რული,
არ-საცნობარი, არ-სანდობარი.
სიტყვებით ფლიდით გეხშობათ გონი,
ვით ჰეგემონი ცათა განმზიდი.
სიტყვებით მშვენით, ფიქრების რთველით,
ზენაარსს იმკის აზრი ფაქიზი.
მადლი გვებოძა ჩვენ ჭირთა თმენით, სამება გვლოცავს ზეცის კარს შთენილთ.
სადაც არს სული, და გული სრული,
იქ - სასოების არსი, საზრისი.
სიტყვაა იგი კვლავ არ-სათმობი,
ბაგით სარიდით არ გასახიზნი.
ფიქრია იგი სულის საზრისი,
კაცთა შვენების გონ-მარგალიტი.
Laravel
კომენტარი
0