შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

,,სინანული"

Undefinied 1 წლის წინ
ვიცი, როდესაც მოგენატრებით,
ისევ დაგტოვებთ ნისლების მთაზე მიტოვებული ბაღების დარად,
სად ნაცრისფერი ერევა ცის ფერს გადმოჰკიდებენ მთები ქიმებზე
ფიქრებს ამაყად.
იქ არ შუშდება იარები და წლები იავარქმნილ ჭრილობებს მისდევს.
ფოთლებს მოგიტანთ მე ნოემბრის,
ქარებს და წვიმებს.
ფერმკრთალ ალუბლებს მაისის წვიმით სითბო-ნაპკურებს, სალმის გარეშე დანამ-ცვარულებს.
სად კარს ჩარაზულს შიგნიდან ტეხენ ელვანი ცაზე,
სად მინდვრებს თელილს იასამნის ყვავილთ ფეთქვამ გადაუარა
სად ცის მიწაზე კრთება ნათელი მიტოვებული, როგორც ედემი.
იქ გაზაფხულის მდინარებით ქრება სიცოცხლე,
ეწვევა რა მას სიახლოვე ზამთრის მეფური.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →