შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

Olala (alive)

Undefinied 1 წლის წინ
ცოტათი დალეული ვარ,
მე ნასვამი ვარ ცხოვრებით,
ხეებში გაბნეულია ფერები იადონების.
ეს ვარდისფერი სიჩუმე,
ოთახის კედლებს აფერავს,
ვით სიყვარულის საკინძე,
ამ ღამეს - მე წყვდიადებად,
მარგალიტად ვარ წყობილი,
ნანატრი, ვით დიადემა.
ყელზე მევლება მტრედივით და გარინდდება ვარსკვლავი, როგორც  colore lacrime,
თავისუფალი ალმასი.
ღამე იშლება, ვით მძივი,
Dawn-მა ქურთუკი მოისხა,
ჰორიზონტს გაღმით აისმა
ცისკრის სასმისი მაღირსა.
მერე კი ფრთები გაშალა,
ცაში არწივად აიჭრა.
ეს სიმსუბუქე სამყაროს
დასთა დასებად გაისმა:
პირიმზე, დილის შვენება
კვლავაც მაღირსა საუფლომ
და ამაღლებულ განწყობით
ვაგრძელებ წერას,
ვსაუბრობ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →