შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

დედამიწელი N2

Undefinied 1 წლის წინ
გაუცხოება -
ფიქრი მოშიში,
უსასრულობის წერტილებს ისვრის -
კოსმოსი შორი.
რიცხვებს ცა ითვლის,
სიცოცხლეს ერთვის, როცა საზრისი -
დედამიწელი N2.
ლაბირნთებში გახვეული,
მარსიდან იძვრის
კოსმოსის მორფი - „ადამიანი.“
მოგვევლინება ინაიმადათ,
გაქრება როცა დედამიწაზე
-ინით, -იანით,
ადამიანი - ადამიანით.
რჩება თვალები -
ღვთის მოშიში
ტვინის ფარებით.
ქრება გვარები.
ვერ დამალული,
გაცხადებული -
რჩება სახელი.
დედამიწელი N2
კოსმოსით მოდის.
მიწამ ინათა!
ოქროსფერი პარალელებით
უსასრულობის სიბრტყეებს ხაზავს.
იფხიზლე, NASA!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →