შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

Oops :)

Undefinied 1 წლის წინ
თითქოს ვეღარ წერ, თითქოს
აზრი განიბნა ველად,
გასცდა სტრიქონი ხაზებს
და უსასრულოდ ღელავს.

გაინაპირა ტალღამ,
გადაიკარგა ცაზე,
ქუჩის მგოსანი კარავს
შლის უსასრულო ღამეს.

ქართან ჭიდილი წამით
მას განუქარვებს დარდებს,
მოხეტიალე მთვარე
გზას გაუნათებს ტანდემ.

მერე წამოვა წვიმა
და ცისარტყელის თავზე,
კოლორიტული წვიმა
სულ მთლად გალუმპავს ნაწერს.

მაგრამ წარწერა რჩება ქვაზე, ღორღზე,
La blancheur!
შავი ვარდები კენტად
კვლავ იკიაფებს ცაზე.

ამოდის სავსე მთვარე,
აზრი განიბნა ველად,
გაინაპირებს ხაზი
სტრიქონებს მთად და ველად.

პოეტი კლდის პირს ღამით
კვლავ დაივანებს სადმე,
გაღმით ათენებს ცაზე
ვარდნარი მზე და მთვარე.

გამოღმით ვხედავ ნაზად
თეთრ მსხომიარე ვარდებს,
ტალღა კი ნაპირს ხეთქავს
კვლავ კლდის მწვერვალზე მარწევს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →