შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

აღსარებითი

მომბეზრდა,ღმერთო,დამალობანა,
ოცდამეექვსე წელიწადს,ვლამბავ,
სიკვდილს, სიცოცხლით პირიც მოვბანე,
მილიონჯერაც ვილოცე,ალბათ.

წყალიც ვიცვალე,მირონიც ვიცხე,
სენს შევეყარე,არ მაქვს დოსიე,
ქუჩას მოვშორდი,სახლიც გამექცა,
და დაბრუნება რაღა დროსია..

მოსვლა ვთქვით მაგრამ ყველა წავიდა,
დავრჩით მარტონი,როგორც წესია,
ჩათავდა წლები და როგორც უწინ,
ვცხოვრობთ,სოფელში,
უეკლესიოდ.

შენდობა ვთხოვე,ღამე ვათიე,
ხან ჩვეულებრივ,ჩვეულებიანს,
ვიარე გზებზე,მცდარი სანიშნით,
ნოემბრებივით,ნოემბრებია.

სხვა მიყვარდა თუ სხვამ შემიყვარა,
ხორცის მაგივრად სულსაც ვხედავდი,
ფიქრი ვაწვალე,ფიქრმაც მაწვალა,
უძილო შიშის,მიუხედავად.

ჰაერ ამოჭმულ ოთახის მიღმა,
ქარებმა შენი სუნი მოდენეს,
იმდენად ფიქრობ ამ ყველაფერზე,
ცოტაც არაა ცოტაოდენი.

მომბეზრდა, მართლა,დამალობანა,
,,პაჟარიც'', ათვლა,ათიდან ერთიც,
დედას ვფიცავარ,ერთ ქულას გაძლევ,
ოღონდაც ერთხელ გამოდი,ღმერთო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →