შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

პლასტელინები

ჩვენ პლასტელინისგან შექმნილი არარაობები ვართ...
მე!
შენ!
ის!
ვხედავთ სიზმრებს სხვადასხვა ჟანრით,მერე ვიძინებთ,თვალებგახელილები და ვიცინით.
გადავდივართ ყირაზე,კულტურას ვითხოვთ,ამავე დროს ვიფურთხებით ფანჯრებიდან უშედეგო წარმატებებს.


ჩვენ პლასტელინისგან შექმნილი არარაობები ვართ.
ჩვენ!
თქვენ!
ისინი!
ვიცვამთ ამინდებს და გავურბივართ დედამიწას ისევ დედამიწაში.
ავღმოცენდით ყვავილებად,ხეებად.
ვიშიმშილეთ,ვიერთგულეთ,დავმთავრდით.

ჩვენ პლასტელინისგან შექმნილი არარაობები ვართ!
Laravel

კომენტარი

1
ჟანა ანანიძე
ჟანა ანანიძე ,,ამ ცხოვრებაში ზღვა ვარ,შემდეგში ყვავილი ვიქნები" დონე 1 · ახალბედა 1 წლის წინ
ძალიან კარგია !
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →