შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სიჩუმეში გარდავიცვლები

გავა ასი წელი,აღარავის გავახსენდები
სიბერე არის მოუშუშებელი ტკივილი
ახალგაზრდობის დროს ყველას ვჭირდები
მემატება წლები და ყველას ნელ-ნელა დავავიწყდები

ვის რაში ვუნდივარ ფულის გარეშე
ან ვის რაში ვუნდივარ გასაჭირში მყოფი
მართალია ფული ხელის ჭუჭყია დღეს
მაგრამ ეს აღარავის ესმის ჩვენს დროში

შესაძლოა ახლა ახალგაზრდა ვარ და ჯანსაღი
მაგრამ ყოველ წამს ხომ მემატება თვეები და წლები?!
მალე ყველა წავა და დაიკარგება
მე კი მარტო,ეული სიჩუმეში გარდავიცვლები
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →