შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

გამშრალი წვიმა

დღეს სისპეტაკეს ტალახს ესვრიან,
როცა სიმშვიდემ დაკარგა ფერი,
დღეს მასა უსმენს სიტყვებს გესლიანს,
პირით ნათქვამს და გვენგრევა ჭერი.

ჭერქვეშ სამოთხე და სახლის კერა
ერთად ენგრევა რწმენის სამრეკვლოს,
ვერ დამაჯერებს ვერავინ, ვერა,
რომ ჩვენ ვივიწყებთ ძლევას საკვირველს.

ჩვენ უნდა ვსძლიოთ ახლა სიავეს,
მტკიცე სულით და სუფთა სინდისით.
გაფლანგეს დრო და გაანიავეს,
მედროვეებმა დიდი სირცხვილით.

სასაფლაოა ცოცხალ მიწაზე,
უგრძობი გული სავსეა სისხლით,
ეს ლექსი არის გამშრალ წვიმაზე,
ვგონებ, მრავალი ამასაც მიხვდით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →