შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სხვისი ბრალია

ხალხს სიყვარული აკლია,
აქ ხომ გრძნობები ნაკლია,
მისთვის არავის სცალია,
სხვისი ბრალია ... სხვისი ბრალია!

ჩვენთან ფხიზელი მთვრალია,
საღი ხომ მხოლოდ ძვალია,
მასშიც სიყალბის კვალია,
სხვისი ბრალია ... სხვისი ბრალია!

ცოცხალი ჩვენთან მკვდარია,
სული მთლიანად მშრალია,
შეცდომებში რომ დალია,
სხვისი ბრალია ... სხვისი ბრალია!

მართალი აქ ხომ მცდარია,
მგელიც მშიშარა ცხვარია,
პირფერობა რომ ცხადია,
სხვისი ბრალია ... სხვისი ბრალია!

სუფთა მემგონი წყალია,
ისიც არ ვიცი ნაღდია?!
დარში რომ სუსხი ქარია,
სხვისი ბრალია ... სხვისი ბრალია!

მე რენესანსი მწადია,
ჩემში ბრძოლები მზარდია,
და მაინც რაც მინანია,
სხვისი ბრალია ... სხვისი ბრალია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →