შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

შენ დაიბადე ადამიანად

შენ დაიბადე ადამიანად და ცხოვრობ,
როგორც ნება, შენია,
დაიჩაგრები, ბრბო გადაგივლის თუ ერთი
კითხვაც არ გაგჩენია,
კითხვა შემდეგი, ვინ ვარ და რა ვარ, ა
ქ მყოფთან კიდევ რა დამრჩენია?
სად ვხედავ მართალს და რატომ ვხედავ,
ვინ კიდევ ვისი გადამრჩენია?
ანუ ცხოვრებას წარმართავ თვითონ,
ეს შენი თავის განაჩენია,
თუ ხმა მოგესმა და არ გაძინებს
აქ გასაქცევი არაფერია
ეს სინდისია სულის ძახილი
და სინანული დასაშვებია
თუკი ეს არ გაქვს მაშინ ჩათვალე
ბოროტი უკვე გაგკარებია
კიდევ იცოდე უბედურია
ის ვისაც ვინმე არ ჰყვარებია
მარტო არასდროს არ იგრძნო თავი
არ თქვა არავინ დამხმარებია
ზურგსუკან თქმა და დანის ალესვა
შენთვის იცოდე კაცს არ სჩვევია
ეს რაც გითხარი კიდევ ცოტაა
თეთრი და შავი გასარჩევია
შენ დაიბადე ადამიანად
სხვა ყველაფერი დანარჩენია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →