შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

პირველი ლექსი

გაზაფხულია მოვიდა მარტი,
ხეებს ფოთლები ჯერ ისევ არ აქვს,
ის სევდა, გუშინ რომ გაწყენინე
ვერავინ ამჩნევს, გულით თუ დამაქვს.

მე ახლა როცა შენთვის ვწერ სიტყვებს,
ხელს მიშლის ვაჟა, ახლოს ზის ჩემთან,
ბევრს ლაპარაკობს, აზრებს მიფანტავს,
არმაცდის ფიქრით რომ ვიყო შენთან.

ჯერ ისევ ყვითლად გვიმზერს მთა-ბარი,
მერცხალიც არ ჩანს ცის კაბადონზე,
ყველაფრით შემკულ ლამაზ ქალბატონს
პატიებას გთხოვთ ამ ლექსის ფონზე...

04.03.2025
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →