შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

გული

კობა ჩალაძე 6 წლის წინ
სადაც სიცოცხლე არის ზღაპარი,
სადაც ოცნება შუქზე ნაზია,
სად ნეტარებას არ აქვს საზღვარი
და სულიერი სილამაზეა...

სადაც ბავშვობა არასდროს ჭკნება
სად ყვავილები გვირგვინებს შლიან,
სადაც ზეიმობს თავისუფლება
და ვარდისფერი ქარები ქრიან

იქ სიყვარულის არის ხანძარი,
იქ უკვდავების ცეცხლი ანთია,
იქ სუფევს ჩემი გრძნობის ტაძარი,
სულის სამყარო და ფანტაზია.

/კობა ჩალაძე/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →