შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

წამი

კობა ჩალაძე 6 წლის წინ
მიდის ცხოვრება, დრო და სივრცეში
მისდევს ერთმანეთს წლები, წამები,
გულს ვერ ეწევა მაინც გონება,
მოგონებებით განაწამი.

განა ბევრია ამ ცხოვრებაში
ის წამი, როცა სამყარო ქრება?
როცა სულს კარგავ გრძნობების ქარში,
და ერთად ხდება ყველა ოცნება?...

/კობა ჩალაძე/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →