შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

შენს აღმართზე

კობა ჩალაძე 6 წლის წინ
მე შენს აღმართზე მომიყვანა ბედის გრიგალმა
და ჩემს წინ დარჩით მხოლოდ შენ და ბნელი უფსკრული,
ხელი მომეცი, თორემ წამიღო ცხოვრების ქარმა,
სადღაც ცაში რომ დამიმსხვრიოს ნატკენი სული.

ოცნება, მხოლოდ შენით ხარობს ჩემი სიცოცხლე,
უშენოდ მომსპობს უაზრობის ბნელი ქვესკნელი,
მხოლოდ შენს თვალებს შეუძლია იმედი მომცეს
და გადამარჩენს მხოლოდ შენი პატარა ხელი.

არ გაატანო ცხოვრების ქარს ეს ჩემი გული,
ბევრჯერ ნატკენი, მეოცნებე, თბილი, ბავშვური,
მხოლოდ შენს გულთან სიახლოვით ექნება სრული
ბედნიერება, ნეტარება და სიხარული.

/კობა ჩალაძე/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →