შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ყვავილების გამყიდველი

კიკოლიკო 2 წლის წინ
ყვავილებს რომ ჰყიდის, შენი უნის გვერდით
დღესაც მეკითხება შენზე გულის წყვეტით,
თან რად არ გახლავსო, რად არ მოგყვებაო,
ის ცისთვალა გოგო, ატმის ლოყებაო?!

რა არ მოვატყუე,
რა არ ვიცრუ-ბედე,
სხვისთვის მიმაქვს მეთქი,
თქმა ვერ გავუბედე.

მაგრამ, თქმა რად უნდა,
ის ყველაფერს ხვდება,
იცის როცა გიყვარს
ბოლოს როგორც ხდება...

მასაც ჰყვარებია, მასაც განუცდია.
თითო შეკვეთაზე ორი ცრემლი მოსდის,
ერთი სიყვარულის მას რომ გაუფრინდა,
ერთი იმ ყმაწვილის, ახლა რომ გამოსცდის.

რამხელა სევდაა, მარადი წუხილი,
თეთრი ღამეები, თვალთ ცრემლთა დუღილი...
ახლა სადაც მივალ, სადაც მივუყვები
ვარდებს მივუტან და შენზე მოვუყვები.
Laravel

კომენტარი

2
Nikoloz Abuladze
ძალიან კარგია👏
და რას გეტყვის მერე რომ მოუყვები?🤮
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →