შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

თვალნი დიდრონი

კიკოლიკო 2 წლის წინ
თვალნი დიდრონი, თვალნი ელვარე,
ეფემერული სინაზე შველის…
კვნესის ჩემს გულში გრძნობა მღელვარე,
ლექსად ვიღვრები, მაგრამ ვერ მშველის.

ანგრევს გრიგალი დათოვლილ ვერხვებს,
ბატონობს ტანჯვა, სულის გოდება,
თვით ტანტალოსიც ნაყოფს ხელს ვერ ჰხვევს,
ეჰ, ჩვენს სიყვარულს რა ელოდება?!

2024 წლის 31 იანვარი
Laravel

კომენტარი

2
Nikoloz Abuladze
ბრავო👏ძალიან ემოციურთან ერთად უტექნიკურესი ლექსია. იმედი არ დაკარგო
გიორგი სიხარულიძე
კარგი ლექსია. მომწონს სიტყვების შეხამება, სტილი და მათი კომბინაცია
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →