ჩანაწერი
Laravel
ობოლი და ტიალი
- იქნებ შორია, თანაც რომ ბნელა,
საით წავიდე? წასვლას ვერ ვბედავ,
შიში მაქვს, თვალს ვახელ ნელა
და მხოლოდ უძირო ორმოებს ვხედავ
- დამშვიდდი, ობოლო, ნუ იტყვი ავსა,
შიშს ნუ ემდური მკვახე საქციელს
ოდესღაც უშიში ცასაც რომ გასცდა,
მაშინ დაიწვა, ფერფლად აქციეს
- მე რომ არ ვიცი რა მელოდება?
თუ ჩამიხუტებს ვინმე იქამდე,
ისიც არ ვიცი რა ეწოდება,
იმ საზღვარს, უცხო, დამწვარ მიწამდე
- განა ვინ იცის, ბედი რას უწყის?
შენ მაგის ტრიალს ფეხს ვერ აუწყობ
ქალს ვხედავ, შეხვედრის წამებს რომ უცდის,
იმედის ნაპერწკლებს ნუღარ ჩაუქრობ
- არ მაქვს მამაცი გული, ტიალო
ვერ გავუბედავ ზღვებს გადალახვას
იქნებ მანახე მდელო, მზიანო
არ მიმაჩვიო ამ გარდასახვას
- შიშის არ ქონა, როდიდან ნიშნავს
იმ სიმამაცეს, სპეტაკო კრავო,
შენ კიდევ ბევრჯერაც ხმამაღლა გითქვამს
"ტალღები მორიყე უზადო ზღვაო!"
- ფეხები მტკივა, ვეღარ მივდივარ,
დავიღალე და გადავიქანცე,
რომ დავისვენო, მიწად მივქრივარ
ჩემს გონებაში გადავიკარგე
- ადექი, ობოლო, განაგრძე წინსვლა
ამ ხეობებს ხომ რიდი აქვს შენი,
საითკენ წახვალ, სად გიწევს მისვლა
ყველა ბილიკი იქნება ძნელი
- მაშ გზა ვიარო? აღარ გავჩერდე
იქნებ სხეულმა მითხრას მე სიტყვა
მაშ მე ამ გზებში სრულად დავბერდე
ჩემი გონება აწ უკვე მიხვდა
- შენი გონება აწ უკვე მიხვდა,
საითკენ მიდიხარ მითხარი ვარდო?
- მე იქით მივდივარ, ჯერ არ ნახულში
სადაც ფურცლები წამიყვანს კარგო
- აღარ ჩერდები, ობოლო, აღარ
- აღარ ვჩერდები, ტიალო, აღარ
- შიში აღარ გაქვს, თვალს კარგად ახელ?
კვლავაც თუ უძირო ორმოებს ხედავ?
- შიში მაქვს, თვალს უკვე კარგადაც ვახელ
და მხოლოდ უძირო ორმოებს ვხედავ
საით წავიდე? წასვლას ვერ ვბედავ,
შიში მაქვს, თვალს ვახელ ნელა
და მხოლოდ უძირო ორმოებს ვხედავ
- დამშვიდდი, ობოლო, ნუ იტყვი ავსა,
შიშს ნუ ემდური მკვახე საქციელს
ოდესღაც უშიში ცასაც რომ გასცდა,
მაშინ დაიწვა, ფერფლად აქციეს
- მე რომ არ ვიცი რა მელოდება?
თუ ჩამიხუტებს ვინმე იქამდე,
ისიც არ ვიცი რა ეწოდება,
იმ საზღვარს, უცხო, დამწვარ მიწამდე
- განა ვინ იცის, ბედი რას უწყის?
შენ მაგის ტრიალს ფეხს ვერ აუწყობ
ქალს ვხედავ, შეხვედრის წამებს რომ უცდის,
იმედის ნაპერწკლებს ნუღარ ჩაუქრობ
- არ მაქვს მამაცი გული, ტიალო
ვერ გავუბედავ ზღვებს გადალახვას
იქნებ მანახე მდელო, მზიანო
არ მიმაჩვიო ამ გარდასახვას
- შიშის არ ქონა, როდიდან ნიშნავს
იმ სიმამაცეს, სპეტაკო კრავო,
შენ კიდევ ბევრჯერაც ხმამაღლა გითქვამს
"ტალღები მორიყე უზადო ზღვაო!"
- ფეხები მტკივა, ვეღარ მივდივარ,
დავიღალე და გადავიქანცე,
რომ დავისვენო, მიწად მივქრივარ
ჩემს გონებაში გადავიკარგე
- ადექი, ობოლო, განაგრძე წინსვლა
ამ ხეობებს ხომ რიდი აქვს შენი,
საითკენ წახვალ, სად გიწევს მისვლა
ყველა ბილიკი იქნება ძნელი
- მაშ გზა ვიარო? აღარ გავჩერდე
იქნებ სხეულმა მითხრას მე სიტყვა
მაშ მე ამ გზებში სრულად დავბერდე
ჩემი გონება აწ უკვე მიხვდა
- შენი გონება აწ უკვე მიხვდა,
საითკენ მიდიხარ მითხარი ვარდო?
- მე იქით მივდივარ, ჯერ არ ნახულში
სადაც ფურცლები წამიყვანს კარგო
- აღარ ჩერდები, ობოლო, აღარ
- აღარ ვჩერდები, ტიალო, აღარ
- შიში აღარ გაქვს, თვალს კარგად ახელ?
კვლავაც თუ უძირო ორმოებს ხედავ?
- შიში მაქვს, თვალს უკვე კარგადაც ვახელ
და მხოლოდ უძირო ორმოებს ვხედავ
Laravel
კომენტარი
0