ჩანაწერი
Laravel
თვალნი მოვხუჭე...
თვალნი მოვხუჭე დამეცნენ,
დამისნეულეს ხელები.
არვის უფიქრავ: ბრალია,
ღვთის მადლით მივეშველები.
ხორცი გამაძრეს, შეჭამეს
და გაიმზადეს საგზალი,
ვერ გაძღნენ გულში მეკვეთნენ
უმალ იშიშვლეს ხანჯალი.
სისხლ დამადინეს, დალიეს,
წინწინ დაიდგეს ჯამები;
აღარა ესმის ჩემს ყურებს,
აღარც ხედავენ თვალები.
შვილიც წამართვეს, გამწირეს,
უმაქნისობის მიზეზად.
პირქვე დამხობილ მოკვდავსა
აკვანს ტკივილი მირწევდა.
როს შემაძრწუნა სიცივემ
ჩაცმის მაგიერ გამხადეს;
აღარც სახლ - კარი აღარ გაქვს:
გულგაცინებით მახარეს.
ბოლოს ტყავიც კი წაიღეს
ფეხთა სადგომად გაშალეს.
ვაი შენ ჩემო ცხოვრებავ
როგორ უგულოდ დაგშალეს.
დამისნეულეს ხელები.
არვის უფიქრავ: ბრალია,
ღვთის მადლით მივეშველები.
ხორცი გამაძრეს, შეჭამეს
და გაიმზადეს საგზალი,
ვერ გაძღნენ გულში მეკვეთნენ
უმალ იშიშვლეს ხანჯალი.
სისხლ დამადინეს, დალიეს,
წინწინ დაიდგეს ჯამები;
აღარა ესმის ჩემს ყურებს,
აღარც ხედავენ თვალები.
შვილიც წამართვეს, გამწირეს,
უმაქნისობის მიზეზად.
პირქვე დამხობილ მოკვდავსა
აკვანს ტკივილი მირწევდა.
როს შემაძრწუნა სიცივემ
ჩაცმის მაგიერ გამხადეს;
აღარც სახლ - კარი აღარ გაქვს:
გულგაცინებით მახარეს.
ბოლოს ტყავიც კი წაიღეს
ფეხთა სადგომად გაშალეს.
ვაი შენ ჩემო ცხოვრებავ
როგორ უგულოდ დაგშალეს.
Laravel
კომენტარი
0