შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

პატიმარ ძმებს

სალამს მოგიძღვნით ძმობილნო,
მოუღალავნო გულითა!!!
ბევრა სიმუხთლის მნახველნო,
ბევრას შხამით და შურითა...
არ გაალაღებს ქვეყანა
კაცსა მებრძოლის სულითა.
მეც ჩემი დარდის მომსწრე ვარ
თქვენთან ნაფიცი ძმურითა.
ხშირხშირად მომაგონდება;
ტაბლა ღვინით და პურითა,
სისხლი ძარღვებში მჩქეფარე
ალ მოდებულის ჭურითა.
თუმც კი ცხოვრებამ გაგვყარა,
არ ვცხრები სიყვარულითა.
დაგლოცოთ წმინდა გიორგიმ
თავის მადლით და რჯულითა!!!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →