შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ზღვისფერი ოცნება

ისევ მახსოვს ოცნებათა ველებზე,
როგორ ჰქროდნენ ციაგები ქარიშხლად.
მოდიოდი, ხელს მკიდებდი ხელებზე
და ტუჩები მიღიმოდნენ ლალისფრად.

მხრებზე თმები ჩამოგშლოდა ზღვისფერი
და ტანთ გეცვა ფერი იასამნისა.
ვეღარ მიხსნი, შენი თავი იხსენი
ამ უდროო დროის მცირე წამისგან.

შენს თვალებში მე სიცოცხლე ჩავღვენთე,
ასე ერთად, უბრძოლველად დავმარცხდით.
მხოლოდ ერთი ამბორიც ვერ გავბდე,
გაუბედავ მაგ თვალებს რომ წავაწყდი.

ისევ მახსოვს ოცნებათა ველებზე,
როგორ ჰქროდნენ ციაგები ქარიშხლად.
ახლაც მოდი, კვლავ შემეხე ხელებზე,
ძველებურად გამიღიმე ლალისფრად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →