შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ლირიკა...

ნუშებს თეთრი ჩაუცვიათ კაბები,
კვირტი შვენის იასამნის ვიწრო მხრებს.
თუ კი რამე დამრჩა კიდევ სათქმელი,
მაშ ვუმღერებ გაზაფხულს და სიცოცხლეს!

როგორც თარო, სავსე ძველი წიგნებით,
ე მაგ თვალთა დარდი წაუკითხავი...
უფალს ვცოდე, ვიცი შენი მიგნებით,
მუდამ თან მდევს განცდა განუკითხავი.

და ეს მარტი, არცთუ ძალზედ ფიცხელი,
შორით მოსჩანს დაკლაკნილი გზის - ძაფი.
ფერი მიყვარს მიწისა და ცისფერი,
მიწას ვკოცნი, მერე ცისკენ ვისწრაფვი!

რასაც უხმობ, თუ არ მოვა, ნურც - ელი,
ახლა მხოლოდ ამინდები დათბება.
და მე მრჩება ბოლო სუფთა ფურცელი,
გაუმხელელ სიყვარულის სათქმელად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →