შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

არვის ვაღონებ ჩემი ლექსებით ..

არვის ვაღონებ ჩემი ლექსებით,
არც ძალა შემწევს სიტყვა უკვდავყო.
მე სხვა ბუნებას ვეალერსები
და ეს განცდები ლექსად უნდა ვზღო.

ხან შორი მთების სიო მათრთოლებს,
ხანაც სინაზე ტურფა ქალისა.
სანამ სიკვდილი არ გამაშორებს
სიცოცხლე მყოფნის გულის ხალისად.

ცოტაც მაცადეთ იქნებ განგებამ
პირზე შემაშროს ყველა სათქმელი,
დრონი მეფობენ, ის დროც დადგება,
რომ აინთება ჩემი სანთელი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →