შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ზმანება

როდესაც თვალებს დავხუჭავ:
თვალების მიღმა,
სადღაც,
გონების ბნელ სივრცეებში ვამჩნევ
უცნობ გოგონას.
მზესავით ამონათებულს
და ისევ ჩასასვლელად მზად მყოფს.
ჩემი თვალები დააბრძანებენ მას,
როგორც დედოფალს.
მზე მის თმებში ანთია,
მზე ხომ მუზების მწვნელია?
როდესაც თვალებს ვახელ
და ვუსწორებ სამყაროს,
ვატყობ,
რომ უნებურად სველდება...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →