შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ალვები

აქ იდგნენ
მწუხრისას ტანწვრილი ალვები,
ფოთლები სველ ტოტებს
ცრემლებად სცვიოდა.
და მაშინ,
როდესაც პირველად გიწამე;
მაშინაც ციოდა, ციოდა, ციოდა...
გლოვა აქვთ მწუხრისას
ალვების ასეულს,
ოქტომბრის
ცხედართან გმინავდნენ ქარები.
ვიდექით ჩვენ ორნი,
ყველაფრით დაღლილნი,
სამძიმარს ვრეკავდით
იმედის ზარებით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →