შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ჩიტი ჩიორა

რად სჩივი ჩიტო ჩიორა,
ხომ არ გაგყინა სიცივემ?
დღეს ძნელბედობა გახელებს,
ხვალ კი სილაღით იცინებ.
გამოიდარებს მთის ნამქერს
ჩამოჰრეკს ცვარად ნიავი,
უმზეოდ არცროს ღიღინებს
არც კაცის გული ტიალი.
შენგან გადაყრილ ღამეებს
გამოგიკეთებს მარტები,
დადგება ჟამი ბუდობის
კვლავ რომ დაზარდო ბარტყები.
ნუ სჩივი ჩიტო ჩიორა,
გულს ნუ აივსებ დარდებით,
სულ მალე აგიყვავდება
უწინ დამჭკნარი ვარდები...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →