შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

წასვლა მწადია

წასვლა მწადია მე ჩემს მამულში,
მინდა ნასოფლარს შევავლო თვალი.
ო რა ძნელია, სიზმრად გინატრო,
გულს ჩამეღვრება მე ცოდვა - ბრალი.
იქ ირწეოდა მამის აკვანი
და ოფლით რწყავდნენ ირგვლივ მიდამოს,
იქ წინაპართა საფლავნიც არ სჩანს:
იმათმა სულმა ზეცად იხაროს!
კვნესის და ბორგავს არჭილოს მიწა.
- სიკვდილის პირზე შევიკრიბენით.
წინათ ხევსურეთს მცველად ვედექით,
დღეს აღარც მწყემსნი, აღარც მთიბველნი.
თუვინ გაივლის მგზავრი დამზრალი,
კვამლი არსად სჩანს თვალის ნუგეშად.
მშვიდობით მოსულს ვინღა შეასმევს
ნაჭრელა ყანწით არაყს უხეშად?
შენს ყველა მტკაველს დარდად მივითვლი,
რომ მარტოდმარტოს გიწევს გაძლება.
მე კვლავ წავალ და გადვივლი
და მთებს გიტოვებ და - ძმებად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →