შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

წერილი ქართველ ემიგრანტებს

წლები მოჰკივის მწარე გოდებით,
უსასრულობის ერწყმის ტრამალებს.
და მეც მივდივარ, ისევ გშორდები,
ეს გზაც შორეთის სევდას მავალებს.

გამიმზისფერებს ყოფას ფიქრები,
დედის ცრემლებსაც მორთავს იებად.
ჩვენ ჩვენი ხვედრით გარდავიქმენით
ჩვენი სახლ - კარის შავ არშიებად.

ფიქრი გვიელავს ჰორიზონტს გაღმა,
სადაც სიზმრებიც ძალზედ მშვიდია.
არ შევიმჩნიეთ შრომა და დაღლა,
მაგრამ ვაი რომ დიდზე დიდია.

წლები მოჰკივის მწარე გოდებით,
უსასრულობის ერწყმის ტრამალებს.
ქართველობაა ჩვენი ცოდვები,
ადევნებული უცხო ამალებს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →