ჩანაწერი
Laravel
მომეალერსე ქალო
მომეალერსე ქალო,
ხვალ იქნებ აღარც გყავდე.
ჩემგან ნარჩენო ცალო
გლოვა აგქონდეს ცამდე.
მაშ ნუ მემდური როცა,
მქროლავ მიმინოს ვგავარ.
მე აღარ მინდა მოცდა;
წავალ, იცოდე წავალ!
მომეიმედე მიწავ,
ჯავრს ნუ გამატან მხოლოდ.
მე ისევ მოვალ ვფიცავ,
შენდა სიცოცხლის ბოლოდ.
ხვალ იქნებ აღარც გყავდე.
ჩემგან ნარჩენო ცალო
გლოვა აგქონდეს ცამდე.
მაშ ნუ მემდური როცა,
მქროლავ მიმინოს ვგავარ.
მე აღარ მინდა მოცდა;
წავალ, იცოდე წავალ!
მომეიმედე მიწავ,
ჯავრს ნუ გამატან მხოლოდ.
მე ისევ მოვალ ვფიცავ,
შენდა სიცოცხლის ბოლოდ.
Laravel
კომენტარი
0