შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დედა

სხვა რას გაიგებს რა მეწვის მკერდში,
ან სიამაყით როდის ვივსები.
ამაოებას ჩვენ ორნი შევრჩით,
როგორც სამშვილდე ისრები.
სხვა ვინ დამიკოცნის თვალებს
მზერით რომ ვეხები დასალიერს.
დღეს მე მოვუყვები ხვალეს,
როგორ შემშალეს და გადამრიეს.
რატომ არ მივდივარ თუ კი ვზიანდები,
როცა უქმე დღეებს ვერ ვცვლი.
მუდამ ვიჩქარი და მაინც ვგვიანდები,
ხშირად ვერ ვიკმარე ვერცხლი.
სხვას ვის დავაღონებ ყოფით,
ვისთან გულჩვილობას ვბედავ.
მე ჯერ სიყმაწვილე მყოფნის ,
შენ კი მიბერდები დედა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →