ჩანაწერი
Laravel
შენდობას ვითხოვ...
მეგონა თითქოს მცდიდა განგება,
თურმე განგებას თავად ვანგრევდი.
შენდობას ვითხოვ: მამავ შემინდე,
რომ შენს მხნეობას ნაცრად ვაბნევდი!
შენ დამრჩი მხოლოდ და ახლა ვხვდები
შენს შემდეგ ჩემს გზას ნისლი დაფარავს.
შენდობას ვითხოვ: დედავ შემინდე,
ჩემი შვილობა გძენდა ჭაღარას!
მე შენს თვალებში ვხედავ სამყაროს,
ღმერთს არ შევვედრი ცრემლთა დაშრობას.
შენდობას ვითხოვ: შვილო შემინდე,
ვერ მოგიქარგე ტკბილი ბავშვობა!
დიდია ღმერთი და ყველას განსჯის,
სიმწრით უღირსებს, სიტკბოთი ღირსებს.
შენდობას ვითხოვ: ღმერთო შემინდე,
ცოდვანი ჩემნი მიხეხავს კისერს!
თურმე განგებას თავად ვანგრევდი.
შენდობას ვითხოვ: მამავ შემინდე,
რომ შენს მხნეობას ნაცრად ვაბნევდი!
შენ დამრჩი მხოლოდ და ახლა ვხვდები
შენს შემდეგ ჩემს გზას ნისლი დაფარავს.
შენდობას ვითხოვ: დედავ შემინდე,
ჩემი შვილობა გძენდა ჭაღარას!
მე შენს თვალებში ვხედავ სამყაროს,
ღმერთს არ შევვედრი ცრემლთა დაშრობას.
შენდობას ვითხოვ: შვილო შემინდე,
ვერ მოგიქარგე ტკბილი ბავშვობა!
დიდია ღმერთი და ყველას განსჯის,
სიმწრით უღირსებს, სიტკბოთი ღირსებს.
შენდობას ვითხოვ: ღმერთო შემინდე,
ცოდვანი ჩემნი მიხეხავს კისერს!
Laravel
კომენტარი
0