შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

თეთრი ფიფქები

ცამ ჩამოყარა თეთრი ფიფქები,
დათოვლილ ქუჩებს ვტკეპნი ბანცალით.
მათოვს თოვლი და გულში ფიქრები:
- როგორ გიხდება შენ ეს ზამთარი!

ოთახს კი გვითბობს ღუმელი შეშის
და სიმყუდროვე ჩვენით ნაგები.
მერე არაყიც ცოტათი შემშლის:
აღარ ვიქნები ბიჭი ნაქები...

ბინდი იფარავს დაორთქლილ მინებს,
კიდეც შევთვერი ცოტაარიყოს...
ღიმილს ვერ ვმალავ ვპირდები შვილებს:
- მალე მოვიყვანთ თქვენთვის ძამიკოს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →